პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იმ დეპუტატების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ივნისში სესიები არასაპატიო მიზეზებით გააცდინეს. ამ სიაში მოხვდა დავით ბეჟუაშვილი, რომელმაც არასაპატიო მიზეზით ორი სხდომა გააცდინა. ასევე ვიქტორ დოლიძე,პავლე კუბლაშვილი, გიორგი ვაშაძე, კობა დავითაშვილი, გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძეს სხდომა არასაპატიო მიზეზით ექვსჯერ აქვს გაცდენილი.
“საზოგადოებაში ისმის კითხვები, რატომ არ ხდება ჩემს მიერ სანქციების განხორცილება და დაჯარიმება იმ ხალხის, რომლებიც არასაპატიოდ აცდენდნენ სხდომებს. ჩვენი მოქმედი სისტემა არის დასახვეწი, ამიტომ არ ვიყენებ სანქციებს. საკმარისია პარლამენტის წევრმა დაწეროს ქაღალდზე, რომ ის პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია არ იაროს. მას არაფერი ემუქრება” -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.