LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია, მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ – ადამ კინზინგერი

153
ადამ-კინზინგერი

ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ქართველ ჟურნალისტებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მოწოდება 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელებაა.

ადამ კინზიგერს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე, რაც გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენამ თქვა, რომ არ შევა დეტალებში, რადგან ხელშეკრულების ხელმომწერებმა იციან შეთანხმების პირობები.

ამასთან, ამერიკელ კონგრესმენს კითხვა დაუსვეს  ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ საქართველოში.

„არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში იმ როლში ვიმყოფები, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაში მყოფი ადამიანი და საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე და ის, ვინც საქართველოში დემოკრატიის წახალისებას ძალიან ცდილობს, რომ გამოვიდე და ამგვარ რამეზე მოსაზრება გამოვთქვა. საქართველოში ბევრი რთული სიტუაცია იყო, რთული სიტუაციები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი, რაც გვინდა, ისაა, რომ ადამიანებმა ამ ყველაფერზე მუშაობით წინ წაიწიონ. რაც დეტალებს შეეხება, ეს დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს, ჩემი იმედი კი იმას უკავშირდება, რომ რთულ დროს გადავლახავთ და წინ წავალთ, რადგან ხმის გაჟღერების გზა ის კი არაა, თუ რას ფიქრობს კონგრესი, ან თუნდაც, რას ფიქრობს მედია საქართველოში. ეს არც იმას უკავშირდება, თუ რას ფიქრობს პარლამენტი, არამედ იმას, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი – მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ“, – აღნიშნა კინზინგერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე.

შეგახსნებეთ,  საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 115-მა დეპუტატმა  დაუჭირა,კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g