LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევა კასელმა სერიალის, „ლეოპარდის“ პრემიერაზე შეყვარებული გამოაჩინა

184
page

რომში, დევა კასელის მონაწილეობით „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალის, „ლეოპარდის“ პრემიერა შედგა. მას თან შეყვარებული და კოლეგა ახლდა. 20 წლის დევა სპილოს ძვლისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, 26 წლის სოლს კი ყოველდღიური სამოსი ეცვა.

ცნობისთვის, დევა სერიალში მთავარ როლს ასრულებს. მას კი პარტნიორობას მისი რჩეული, სოლ ნანნი უწევს. სერიალში მოქმედება სიცილიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება, დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს. სერიალი იტალიელი მწერლის, ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ის ეკრანებზე მიმდინარე წლის მარტში გამოვა.

შეგახსენებთ, დევა კასელმა და სოლ ნანიმ ერთმანეთი, 2023 წელს, სწორედ აღნიშნული სერიალის გადაღებებზე გაიცნეს. პირველად კი ერთად გასული წლის იანვარში, „დიორის“ ჩვენებაზე გამოჩნდნენ.

უმშვენიერესი დევა Vanity Fair-ის გარეკანზე და სერიალი, რომელშიც ის შეყვარებულთან ერთად თამაშობს

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა თვალწარმტაც ფოტოსესიაში

გაიცანით მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის სასიძო – 19 წლის დევამ გულისსწორი გამოაჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები