დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ქალაქის ურბანულ განვითარებაში და კომერციულად საინტერესო და საცხოვრებლად პოპულარულ უბანში – დიდ დიღომში ახალ, მასშტაბურ საცხოვრებელ პროექტს იწყებს. პროექტის ადგილმდებარეობაა დემეტრე თავდადებულის ქუჩა N1.

პროექტი მოიცავს ორ თანამედროვე, 23 სართულიან საცხოვრებელ ბლოკს (A და B), სადაც ბინები იწყება 42 კვადრატული მეტრიდან. სივრცის ფუნქციური დაგეგმარება, თანამედროვე არქიტექტურა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები ქმნის კომფორტულ გარემოს, რომელიც იდეალურად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს.
პროექტი მოიცავს:
- თანამედროვე ინფრასტრუქტურას;
- სარეკრეაციო და გამწვანებულ სივრცეებს;
- ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ საცხოვრებელ გარემოს;
- დაცულ, იზოლირებულ ტერიტორიას;
- საბავშვო გასართობ სივრცეებს;
- სპორტულ მოედანს;
- სავაჭრო ობიექტებს;
- დახურულ საბავშვო ზონას;
- საერთო სამუშაო სივრცეს.

პროექტი შექმნილია ისე, რომ თანამედროვე ურბანული სტილი შეუმჩნევლად ერწყმოდეს ქალაქის განწყობას – რაც ლოკაციას არა მხოლოდ საცხოვრებლად, არამედ საინვესტიციოდაც გამორჩეულად მიმზიდველს ხდის.

გაყიდვების პირველი დღე – 20 დეკემბერი
მომხმარებელს ელოდება სპეციალური პირობები: ექსკლუზიური ფასდაკლება და უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოს ბინა თანამონაწილეობის გარეშე.

პროექტის დასრულება დაგეგმილია 2029 წლის დეკემბერში.
მოასწარი და აირჩიე ბინა „ბლოქსი დიდ დიღომში“ – ადგილი, სადაც განვითარება და ყოველდღიური კომფორტი ერთიანდება.
(R)
