LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ბექჰემი ვაჟიშვილებთან ერთად ბეისბოლის სეზონის გახსნას დაესწრო (ფოტოები)

46

3 აპრილს, ლოს-ანჯელესში Dodgers-ის სტადიონზე ბეისბოლის სეზონი გაიხსნა. როგორც წესი, პოპულარული კლუბის თაყვანისმცემელთა რიცხვში ცნობილი ადამიანებიც შედიან, ამიტომ გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე მათგანის დაფიქსირება შესაძლებელი გახდა.

დევიდ ბექჰემი სტადიონზე სამივე ვაჟიშვილთან – 18 წლის ბრუკლინთან, 14 წლის რომეოსთან და 12 წლის კრუზთან ერთად იმყოფებოდა, შესაბამისი ფოტოების ნახვა სპორტსმენის „ინსტაგრამზე“ იყო შესაძლებელი.

ასევე სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი მოდელ ემილი რატაჟკოვსკისა და მსახიობების, ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის სტადიონზე ყოფნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს წყვილი საყვარელ გუნდს 2016 წლის ოქტომბერშიც გულშმატკივრობდა. მაშინ მილა ორსულად იყო, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები