LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევიდ ცერნი და მისი უცნაური სკულპტურები ჯადოსნურ პრაღაში

1372
3e6ec6ca35c3ee392bb8f0d832e52f10

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩეხეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა მნახველისთვის,  უცნაურობების უზარმაზარი რიცხვია. ამის საუკეთესო მაგალითია დევიდ ცერნის ნამუშევრები, რომელთაც  პრაღის მრავალ ადგილას შეხვდებით. ის არის ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ჩეხი მხატვარი და მოქანდაკე, რომელიც მუდმივად არღვევს საზღვრებს და ქმნის გამორჩეულ შედევრებს, რომლებიც ზოგ  ქვეყანაში  ძალიან პროვოკაციულად და ზოგჯერ შეურაცხმყოფელადაც კი ითვლება. ცერნი სკანდალისა და დაპირისპირების  ოსტატია. რუბრიკა “ბონ ვოიაჟი” წარმოგიდგენთ მის მიერ პრაღაში შექმნილ რამოდენიმე,გამორჩეულ და ცნობილ ქანდაკებას,რომლებიც ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა.

ცხენი

პრაღის ყველა სტუმარმა იცის წმინდა ვეცლასთან მდებარე სკულპტურა ცხენი, რომელიც იცავს წმინდანის სახელობის უზარმაზარ მოედანს. სწორედ ამ მოედნის შუაგულში, მოთავსებულია წმინდა ვენცლას კიდევ ერთი ქანდაკება ცხენზე.თავდაპირველად ეს სკულპტურა უნდა განთავსებულიყო მთავარი ფოსტის შენობის შიგნით, მაგრამ საბოლოოდ საფოსტო განყოფილების უფროსმა თქვა, რომ ეს მეტისმეტი იყო(არ დაუკონკრეტებია თუ იგულისხმა სიტყვა “მეტისმეტში”)და უნდა მოძებნათ მისთვის ახალი ადგილი. ზოგადად ცერნი თითქმის არასოდეს გამოთქვამდა კომენტარს მისი შემოქმედების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ითვლება, რომ მკვდარი ცხენი ილუზია ყოფილი ჩეხეთის პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსისა.

ჩვილები

ზიზკოვის სატელევიზიო ანძა, რომელიც ყველაზე მაღალია ჩეხეთის რესპუბლიკაში, ადგილობრივ მოსახლეობაში კარგი რეპუტაციით არ სარგებლოს და მეტიც, მას შეუხედავადაც თვლიან. ხალხი მას ხშირად ბურღს უწოდებს. 2000 წელს, როდესაც პრაღა კულტურის ქალაქებს შორის დასახელდა, ცერნის სთხოვეს გაეკეთებინა სამხატვრო ინსტალაცია კოშკზე და ასე დაიბადნენ ჩვილები. ცხრა მათგანი ეშვება სატელევიზიო კოშკზე და კიდევ სამი იცავს მუზეუმ კაფკას შესასვლელს ჩარლზის ხიდთან. ეს სამი  ჩვეულებრივ ჩვილებს ჰგავს, მხოლოდ პირის ნაცვლად სათამაშო ავტომატები აქვთ.

ჩამოკიდება

ძველ ქალაქში ჰუსოვას ქუჩაზე გასეირნებისას აუცილებლად აიხედეთ ზევით, რადგან იქ წითელ სახურავზე,ზიგმუნდ ფროიდის პატარა წითელ, ერთი ხელით ჩამოკიდებული  ფიგურა დაგხვდებათ.  ქანდაკება გახლავთ ცერნის პასუხი კითხვაზე, თუ რა როლი აქვთ ინტელექტუალებს ახალ ათასწლეულში.

 

ემბრიონი

ზიგმუნდ ფროიდის ჩამოკიდებულ ქანდაკებასთან ახლოსვე, დევიდ ცერნის კიდევ ერთი ნამუშევარია – ემბიო. ის ადგილობრივი თეატრის მხარეს კედლის კუთხეზე,მილზე მიმაგრებულ ემბრიონს გამოხატავს, რომელიც  გადინებას საწვიმარი  მილის მეშვეობით ცდილობს. ამით ხელოვანს სურს გვიჩვენოს,თუ რამდენად რთულია ხელოვანებისთვის,ვიწრო გონების სამყაროში მოღვაწეობა,როდესაც უმეტესობას მათი შემოქმედებისა არ ესმის.

 

მიშტერებული კაცები

დევიდ ცერნის ერთერთი ცნობილი ნამუშევარი პრაღაში! კაფკას მუზეუმის ეზოში ჩეხეთის რუქის ფორმის ავზში, ორ ერთმანეთისკენ მიმართულ მოსიარულე ბიჭუნას იხილავთ. მათი თეძოები მოძრაობს და ისინი ამ გზით წყალზე ჩეზეთის შესახებ წინადადებებს წერენ.  თუ გსურთ თქვენი წინადადებაც დაწერონ, უბრალოდ გაგზავნეთ სასურველი ფრაზა ძეგლის გვერდით მითითებულ ნომერზე და სკულპტურები საქმეს შეუდგებიან. ქანდაკების სიუჟეტი  გვიჩვენებს, თუ რას ფიქრობდა ცერნი ჩეხეთის ევროკავშირში შესვლაზე.

სად მიდიხარ?

ეს სახელი შესანიშნავია მორიგი სკულპტურისთვის,რომელიც ფეხებზე შემდგარ მანქანას განასახიერებს. იგი  შეგიძლიათ იხილოთ მალა სტრანაში, გერმანიის საელჩოს ბაღში. 1989 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ გერმანიის ათასობით მოქალაქე მოადგა ამ ადგილს მეზობელ დასავლეთში თავშესაფრის მოთხოვნით. მათ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, თუმცა   ყველას მანქანის დატოვება მოუწია.

პირფერობა

ნამდვილად ღირს ეწვიოთ პრაღის  გალერეა ფუტურას სმიჩოვში. აქ ცერნის ყველაზე სანახაობრივი  სკულპტურები იყრის თავს. ორი დიდი ფიგურა კედლისკენ იხრება და მათზე კიბეა მიდგმული.   იქ ასვლის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ფილმი, სადაც ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი და ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი კოვზით აჭმევენ ერთმანეთს. ნათქვამია, რომ ქანდაკება ჩეხური პოლიტიკის მეტაფორაა, თუმცა ჩეხეთი გამონაკლისი ნამდვილად არაა,როგორც ამას სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ფიქობენ.

ფრენც კაფკას თავი

ბოჰემური მწერლის ფრანც კაფკას ეს კინეტიკური ბიუსტი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია ქანდაკებათა სიაში. იგი 11 მეტრის სიმაღლისა და მდებარეობს ქალაქის ახალ ნაწილში, კვადრიოს სავაჭრო ცენტრის გარეთ. სარკისებული ქანდაკება შედგება 42 მუდმივად მბრუნავი პანელისგან. თითოეული პანელი დამოუკიდებლად მოძრაობს. ამბობდნენ, რომ ავტორ კაფკას მთელი ცხოვრება აწუხებდა თავდაუჯერებლობა და დეპრესია. მისი მუდმივად მბრუნავი თავის სკულპტურა მისი ფსიქიკის არეულობას ასახვას.

 

თუმცა ეს რათქმაუნდა  არაა სრული ჩამონათვალი დევიდ ცერნის მიერ შექმნილი  უცნაური სკულპტურებისა, იხილეთ გალერეა მანამ სანამ საკუტარი თვალით აღმოაჩენთ მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g