LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, პოლონეთში ჩასული მოგზაურებისთვის კარანტინის ხანგრძლივობა მცირდება

191
272769671-4664803816950375-4633491610280944256-n

მიმდინარე წლის 11 თებერვლიდან, პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასული პირებისთვის კარანტინის ხანგრძლივობა მცირდება, – მის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთის რესპუბლიკაში შემოსული მგზავრი, რომელიც არ წარადგენს კოვიდ ბარათს/ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატს, დაექვემდებარება 7 დღიან კარანტინს/თვითიზოლაციას.

„კარანტინს არ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები (Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen/Johnson&Johnson) და ის მგზავრები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში). ჯერ ისევ ზუსტდება დეტალური ინფორმაცია, აუცილებელი იქნება თუ არა საზღვრის კვეთისას ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

შესაბამისი განკარგულების პოლონეთის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე, ინფორმაცია დაუყოვნებლივ განახლდება ბმულზე“, – ნათქვამია პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g