საქართველომ ირანთან დღეიდან სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიმ განაცხადა, უვიზო რეჟიმის დაწესებამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობა შეფერხა :
„ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ”, – განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.
