დღეიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიენიჭა.