LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

92
სინოფარმი

საქართველოში დღეიდან მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა იწყება.

,,სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

4 მაისს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

ამირან გამყრელიძე იქნება პირვველი, ვინც “სინოფარმის” ვაქცინას გაიკეთებს.

დღეს, 09:30 საათზე ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, იმუნიზაციას ჩაიტარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g