საქართველოში შიდა ფრენები განახლდება.
დღეიდან რეგულარული ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:



24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებით ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
რაც შეეხება ბილეთის ფასს-ბილეთის ღირებულება არ გაზრდილა. ამასთან, გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.
ცნობისთვის, 300-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.