დღეიდან, 13 მაისიდან, საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა 2020-2021 წლების სასწავლო სემესტრი საკლასო ოთახებში დაასრულონ.
ამასთან, დღეიდან მუშაობა აღადგინა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა