LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან სპექტაკლების ნახვა ონლაინ შეგიძლიათ

2813
Capture

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად თეატრებმა მუშაობა შეწყვიტეს, თუმცა დღეიდან მაყურებელს სხვადასხვა მრავალფეროვანი და საინტერესო სპექტაკლების ნახვა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ.

აი იმ თეატრების ჩამონათვალი, რომლებიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სპექტაკლებს ვიდეოჩვენებების ფორმატში “ფეისბუქ” გვერდებზე წარმოადგენენ.

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ კინოკლუბს აარსებს და ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს!

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე

  • ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი

27 მარტი – სპექტაკლი “კუკარაჩა”, 27 მარტი – 20:00 საათი, მონო სპექტაკლი “ღამე და თუთიყუში” მსახიობ ნიკოლოზ ფაიქრიძის მონაწილეობით.

თეატრის Facebook გვერდზე ვიდეოჩვენებების ფორმატში ასევე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: “სათაგური”, “მზის სხივი”, “ხუთკუნჭულა”, “კლოუნადა”, “ბილოქსი ბლუზი”, “ევანგელიონი”, “აურზაური არაფრის გამო”, “სეილემის პროცესი”, “ბაშიაჩუკი”, “არ დამივიწყო”, “ზამთრის ზღაპარი”, “სიცოცხლის ხე”, “სამი მუშკეტერი”, “სევილიელი დალაქი”, “მე ვხედავ მზეს”.

თეატრის Facebook გვერდზე ასევე დაიდება ორი ლაივ სპექტაკლი “სპლიყვი ფანტი” და “მგზავრის წერილები”.

  • ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი

29 მარტი – ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენი“, 2 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდა“,  5 აპრილი – ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტი“, 9 აპრილი – ჯუზეპე ვერდის რეკვიემი, 12 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“, 16 აპრილი – ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“, 20 აპრილი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის N9 სიმფონია, 24 აპრილი – ჯუზეპე ვერდის ოპერა „სიმონ ბოკანეგრა“, 28 აპრილი – ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერი“.

  •    კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი

“ქაქუცა ჩოლოყაშვილი” , “ფაუსტი”,  “როგორც გენებოთ”,”დეკამერონი”.

  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიოთა თეატრის ონლაინ სპექტაკლები

27 მარტი – “გამჭოლი მოქმედება”, 28 მარტი – “ბნელ ოთახში”, 29 მარტი – “R+J ბედისწერა დაბნეულია, რომეო და ჯულიეტა, მესამე მეხსიერება”, 3 აპრილი – “ზვავი”, 4 აპრილი – “მეფე ლირი”, 5 აპრილი – “7 პ.პ.”

  • ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი

27 მარტიდან პროექტით „თეატრალური საკუჭნაო“ მაყურებელს სთავაზობს ონლაინ რეჟიმში ნახონ თეატრის რეპერტუარში არსებული გამორჩეული სპექტაკლები: „ოსტატი და მარგარიტა“, „ხანუმა“, „ცხოვრება მშვენიერია!“

  • გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრის Facebook გვერდზე

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებლები იხილავენ ონლაინ რეპეტიციებს საბავშვო სპექტაკლებდან: „სოფლის მაშენებლები“, „მიფრინავდნენ წეროები“; საპილოტე პროექტი „მინი სერიალი თოჯინების თეატრის ქრონიკების შესახებ“

  •  ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი

27 მარტი, 20:00 საათი – სპექტაკლის „ვინ გატეხა ქოთანი?!“ ონლაინ ვერსია

  • ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

27 მარტიდან ყოველდღიურ რეჟიმში თეატრის გვერდზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ციკლი „რეპორტაჟები თეატრიდან“. პატარა მაყურებლებისთვის ზღაპრებს მსახიობები წაიკითხავენ.

 

  • რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლებისა და გადაცემების ყურება შესაძლებელია Facebook გვერდზე
  • პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრმატული თეატრის გვერდზე 27 მარტს სპექტაკლის “ყვავმა ბრძანა” ვიდეო დაიდება
  • ახალციხის თოჯინების თეატრის Facebook გვერდზე თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლების ჩანაწერები განთავსდება.
  • ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლების ყურება შესაძლებელია Facebook გვერდზე.
  • ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის დრამატული თეატრი –27 მარტი, 19:00 საათი, ვიდეონაწყვეტი თეატრის პირველი სპექტაკლიდან „ჩემო კალამო“
  • გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
    შაბათს და კვირას, 19:00 საათზე Facebook გვერდზე დაიდება სპექტაკლები თეატრის რეპერტუარიდან.
  • ქუთაისის თოჯინების თეატრის Facebook გვერდზე საბავშვო სპექტაკლების ჩანაწერები დაიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g