LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს – მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

დღეიდან თითოეული მოქალაქე შეძლებს დიდთოვლობის ან ზვავსაშიშროების დროს კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზით ისარგებლოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კობი-გუდაურის ახალი, 7,5-კილომეტრიანი საბაგირო გზის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გუდაურში 500 პროცენტით გაიზარდა.

„ყველას გილოცავთ კობი-გუდაურის საბაგირო გზის გახსნას. ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, მინდა გულწრფელად მივულოცო ტურისტებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო კობის, გუდაურის და ყაზბეგის მოსახლეობას, ვინაიდან, ჩემი აზრით, სწორედ მათ ესმით ყველაზე კარგად ამ გზის პოტენციალი, შესაძლებლობები და სასიცოცხლო მნიშვნელობა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის რეალიზაციის შედეგად შესაძლებელი იქნება კობის, გუდაურის და სტეფანწმინდის ერთ კლასტერად განვითარება.

პრემიერ-მინისტრმა ახლად გახსნილი საბაგიროთი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან, მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, რეგიონის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან და საბაგიროს მშენებლობაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა. 7.5 კმ სიგრძის კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომლის მშენებლობაში 81 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურის საბაგიროების ერთიან სისტემაში ერთიანდება და მისი გამტარუნარიანობა საათში 2 800 მგზავრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g