LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათას აბონენტს გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი – 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები და მაქსიმუმ 1 კვირა დასჭირდება“ – ირაკლი ბენდელიანი

166
ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ დროისთვის 63 ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

როგორც მან განმარტა, აღდგენით სამუშაოებს მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, წყლის მიწოდება რეზერვუარების საშუალებით მოხდება.

„მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც სასმელი წყლის მაგისტრალი დააზიანა. ბუნებრივია, თავიდანვე, როცა ეს ფაქტი დადგა, კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოხდა. შესაბამისი საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24 საათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 63 ათასი აბონენტია, ვისაც გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. თვითონ ეს 63 ათასი აბონენტი დაახლოებით მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე მიიღებს გრაფიკით სასმელ წყალს. როგორც აღვნიშნე, 24 სთ-იან რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მაქსიმუმ ერთი კვირის ვადა დასჭირდება ამ სამუშაოებს, რომ არსებული მდგომარეობა სრულად აღდგეს “,- განაცხადა ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g