LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეის მდგომარეობით გვყავს 7 უკანონო პატიმარი.. ოკუპირებულ სოფელ გვირგვინასთან გუშინ ღამით კიდევ ერთი დაკავება მოხდა“ – ირაკლი ანთაძე 

134
ოკუპაცია მზა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტში ერთი მოქალაქე უკანონოდ უკანონოდ დააკავეს.

ამ დროისთვის, ჯამში, ოკუპანტების ტყვეობაში 7 მოქალაქე რჩება.

„დღეის მდგომარეობით გვყავს 7 უკანონო პატიმარი..

გუშინ, ღამის საათებში, დაახლოებით 22 საათზე, მოხდა კიდევ ერთი უკანონო დაკავება ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეტყობინება მივიღეთ დაახლოებით 22 საათზე დაკავების შესახებ, შემდეგ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა დაგვიდასტურეს აღნიშნული ფაქტი.

გარემოებები და დეტალები ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი არ არის და ამაზე განმარტებებს რა თქმა უნდა მოვითხოვთ,“ – თქვა ანთაძემ.

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ სინაგურთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

პოპულალურები