ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა.
ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა ცოტა ხნის წინ, პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩემი საქმიანობის 100 %-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს და ქართულ ინტერესებს, ვფიქრობ, რომ დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა, ამ ბრძოლაში ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებულები, რათა საქართველო დავუბრუნოთ ევროატლანტიკურ კურსს, 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და ქვეყანამ უსწრაფესად შეძლოს იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც საქართველოს ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს ევროპული ინტეგრაციის კურსზე
ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის პოლიტიკურ სივრცეში, ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა ვიდეთ. ჩემთვის პატივია, რომ ვუერთდები პოლიტიკურ პარტია „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს და „დროასთან“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, – განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.
📣 ალექსი პეტრიაშვილი პარტია “დროას” შეუერთდა
Posted by Droa • დროა on ორშაბათი, 17 ივნისი, 2024