ჭიათურის მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მათ პარლამენტის შენობის კარვები აქვთ გაშლილი.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია დღეს 18:00 საათზე, განახლდება.
დღესვე, 16:00 საათზე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
ჭიათურაში, ერთ-ერთმა მაღაროელმა, პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა