LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” მამის დღეს…ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

179
BeFunky-collage - 2023-06-19T003407.680

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ჭიათურაში მაღაროელების პროტესტს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

კეკელიძემ გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„ჭიათურელი მამები თვალ და პირამოკერილი „აღნიშნავენ” #მამისდღე-ს.

ჩემი მოკრძალებული სოლიდარობა მაღაროელებს. მოკრძალებული, რადგან სიტყვის გარდა, ახლა ვერაფერი შემიძლია ამ ღირსეული ხალხის სასარგებლოდ”, – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა პირი, ხოლო მეორემ კი თვალები ამოიკერა.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 მაისიდან  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი. ამასთან, უკვე მე-5 10 მაღაროელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები 14 საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

სხვა საკითხებთან ერთად მათი მთავარი მოთხოვნა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება და ღირსეული ანაზღაურებაა.

უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g