LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დედის წერილი მივიღე, გამეგლიჯა გული, რითიც შეგვიძლია დავეხმარებით და ჩემს მეგობრებსაც გთხოვთ…“

82
ninakobaxidze

Global Benefits Georgia-ს დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბიჭის ფოტოს და წერს, რომ მისი დედა შეეხმიანა პირადად მას და მკურნალობაში დახმარება სთხოვა.

„ამ საოცარ ბიჭს ჩვენი დახმარება დჭირდება.

დღეს დედის წერილი მივიღე,  გამეგლიჯა გული, რითიც შეგვიძლია დავეხმარებით და ჩემს მეგობრებსაც გთხოვთ. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ ქვეყანაში დედას, ამ ტკივილთან ერთად, თანხაც რომ არ სქონდეს საძებარი.

თანხა დიდია, სოლიდარობის ფონდმა და სახელმწიფომ უკვე გამოყო, მაგრამ არ არის საკმარისი. ბავშვს სჭირდება  12 გადასხმა, 3 თვის განმავლობაში ერთი გადასხმა ჯდება 5500 დოლარი, ჯამური ღირებულება 70 000 აშშ დოლარია, მაგრამ ეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მთელი წელი შესაბამისი თანხებით.

ამიტომ გთხოვთ, ვისაც რა შეგიძლიათ, გადავარჩინოთ ნიკოლოზი.

მიმღები დედა, ნათია ნანავა, სს თიბისი ბანკი #GE48TB7515236010300012“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები