LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დილით, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა

47
photosebia-adobe-stock-131593.jpeg

დღეს დილით, ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სამი გემი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დღეს პორტებიდან გავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების პირველი ქარავანი. სამ გემზე, Navi star-ზე, Rojen -სა და Polarnet-ზე 57 ათასი ტონა სიმინდია, რომელიც თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიმართულებით მიდის“, – ნათქვამია განცხადებაში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროსა და თურქეთის უსაფრთხოების გარანტიები იმუშავებს და უკრაინული პორტებიდან სურსათის ექსპორტს სტაბილური და ბაზრის ყველა მონაწილისთვის პროგნოზირებადი ხასიათი ექნება.

შეგახსენებთ, 22 ივლისს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შავი ზღვის სამ პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და “სამხრეთის” პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები