LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, „შიმშილის თამაშებს“ არ თამაშობს, ჩვენ ვართ პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი – კულება

86
dmytro_kuleba_4

“ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთამაშობთ “შიმშილის თამაშებს“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.

დმიტრო კულება ამბობს, რომ თუ რუსეთი თავის ვალდებულებებს შეასრულებს, „მარცვლეულის დერეფანი“ გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას.

„უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა. ეს იმედის სიგნალს უგზავნის ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახს. უკრაინა არ მიგატოვებთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, „მარცვლეულის დერეფანი“ გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – აცხადებს კულება.

ცნობისთვის, უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები