LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნით გავლის ნებართვა კიდევ ექვსმა გემმა მიიღო

50
0k29ws62ro90e66

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გრძელდება. შავი ზღვის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნით გავლის ნებართვა კიდევ ექვსმა გემმა მიიღო, – ამის შესახებ გაეროს მიერ მხარდაჭერილი ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა გემმა, MV Kafkam Etler-მა და MV Zelek Star-მა, უკვე გაიარა ინსპექტირება მარმარილოს ზღვაში და ოდესაში, ჩორნომორსკის პორტში დასატვირთად წასვლის ნებართვა მოიპოვა.

დანარჩენი ოთხი გემის – MV Great Arsenal-ის, MV Zumrut Ana-ის, MV Ocean S-ისა და MV Kubrosliy-ის ინსპექტირება კი სამშაბათს არის დაგეგმილი და თუ ინსპექტირება წარმატებით ჩაივლის, აღნიშნული გემები ჩორნომორსკში გაემგზავრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები