გვერდი „სვანეთი საქართველოს მშვენება“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:
„დღეს ეს სვანი ვაჟკაცი, გააცილა იმიერში, მთელმა სვანეთმა და საქართველომ.
როგორ უნდა იცხოვროს მამამ და შვილმაც ისე, რომ მთელი სვანეთი და საქართველო ფეხზე დააყენო და ყველა ჭირისუფალი გახადო.
რა უნდა დათესო მთლად ამხელა და ამდენი, რომ ყველამ გულში ჩაგიკრას და შენი ტკივილი მთელი სვანეთის და სრულიად საქართველოს ტკივილი გახადო.
თენგო გურჩიანი, რომელსაც უამრავი სიკეთე და სიყვარული აქვს დათესილი, უამრავი ადამიანი ყავს დაპურებული, უამრავი ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზი, უამრავი ადამიანის გაჭირვების გამზიარებელი, ყველას გვერდით მდგომი, დამფასებელი, სამართლიანი და ერთგული.
დღეს ეს სიყვარული დაუბრუნა ხალხმა თენგოს და მის ვაჟკაცს გიორგის და მისი ანგელოზი, უკარგესი ვაჟკაცი, ერთად გააცილეს იმიერში.
დღეს რაც ხდებოდა თბილისში ეს არასოდეს არავის გასვენებაში არ მომხდარა.
დილიდან იყო ქუჩები გადაკეტილი, ხალხი შუა ქუჩაში ტოვებდა მანქანებს და ისე ადიოდნენ ტაძრამდე.
ეს სიყვარული კი დაიმსახურეს მამა-შვილმა.
ამდენი ადამიანის ლოცვა გეწეოდეს ჩვენო ვაჟკაცო და გინათებდეს უფალთან მისასვლელ გზას.
შენს ოჯახს კი ნუგეში და გამძლეობა მიმადლოს უფალმა“, – ვკითხულობთ ტექსტში.