LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა“ – ლადო ბოჟაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა და „ევროპელ სოციალისტებს“ უერთდება

103
ლადო ბოჟაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებს და პოლიტიკურ ჯგუფს, ევროპელ სოციალისტებს უერთდება. 

„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას „რადიკალური ოპოზიციის სასამართლოსადმი დამოკიდებულებით“ ხსნის.

ბოჟაძემ ასევე დასძინა, რომ მამუკა მდინარაძე „კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით“.

„დღეს გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“, ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ. იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი. საზოგადოება ხედავს ძალიან მძიმე კადრებს სასამართლო სხდომებიდან, დამოკიდებულებას მანდატურებთან, მოსამართლეების მიმართ.

არაერთი პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ჟურნალისტი იყო დაბარებული სასამართლოში. ბევრმა მათგანმა თქვა, რომ საერთოდ არ ცნობენ და არ აპირებენ ამ კანონის შესრულებას, რომ საერთოდ არ მივლენ სასამართლოში. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის რადიკალიზმი, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის ის გეგმა და სქემა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ძალაშია. მე ამ პროცესების თაობაზე მქონდა საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან. იცით, რომ ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა იყოს სახელმწიფოს კანონის აღსრულებასთან მიმართებით,” – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების – ნინო წილოსანის, მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და თეა წულუკიანის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 20-მდე პირი სასამართლოში დაიბარეს.

ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული „პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ – შსს-ში ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g