დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.