LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ისტორიული დღეა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება“ – მამუკა მდინარაძე

148
მამუკა მდინარაძე მიხეილ ყაველაშვილი

„დღეს ისტორიული დღეა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალი წესით, კანონმდებლობის ნორმის დაცვით, ამ ახალი პროცედურით იმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს დღევანდელი დღიდან ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება.

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

„მეექვსე პრეზიდენტს მოუწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ჩაბარება მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტირება“ – შალვა პაპუაშვილი

„კანონმდებლობაშივე გაწერილია, რომ ინაუგურაცია იმართება საქართველოს პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ნორმის დაცვით, პარლამენტში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. საქართველოს დღევანდელი დღიდან ეყოლება ახალი პრეზიდენტი – პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ საკუთარ სამშობლოს მოემსახურება“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g