LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს კიდევ ერთი დაკარგული ბიჭის ამბავს გაგიზიარებთ – გთხოვთ, მასაც ერთად დავეხმაროთ, რომ საქმემ რეზონანსი შეიძინოს” – თაია გამთენაძე

257
Screenshot 2026-08-23 at 16.19.12

პოდკასტის “თაიასთან” ავტორი თაია გამთენაძე საზოგადოებას კიდევ ერთი დაკარგული ბიჭის ისტორიის შესახებ მოუყვება. ამის შესახებ ის ფეისბუქ გვერდზე წერს.

„დღეს კიდევ ერთი დაკარგული ბიჭის ამბავს გაგიზიარებთ. 21:00 საათზე დაიდება ჩემს არხზე. გთხოვთ, მასაც ერთად დავეხმაროთ, რომ საქმემ რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს“, – წერს თაია გამთენაძე.

მისი თქმით, დაკარგული ადამიანების საქმეებზე მუშაობა მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

“ალბათ მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ ოდესღაც სოფოს მოვუსმინე, თქვენამდე ზუსტად მოვიტანე ის ტანჯვა, რაც მან 12 წელი გაიარა…..

შემდეგ მთელი გულით ღმერთს ვთხოვე დახმარება და მანაც ისმინა. ღმერთმა Eleniko Rukhadze და Tariel Kakabadze გამომიგზავნა. ჩვენს გვერდით კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად, თავდაუზოგავად მუშაობენ ამ ამბავზე და უბრალოდ არ ჩანან. ჩვენს გვერდით ხართ თქვენც, ადამიანებო! 🙏❤️

ღმერთს თავიდან მხოლოდ საქმის მასშტაბურობას კი არ ვთხოვდი, იმასაც ვევედრებოდი, რომ გვეპოვა გურიკა. მჯერა, რომ ესეც იქნება! ამ რწმენას მაძლევს ის ძალა, რასაც ყოველდღიურად თქვენგან ვიღებ.

უსაზღვროდ მადლიერი ვარ ყველასი, ვინც მთელი გულით გვიზიარებთ ყველა ინფორმაციას.🙏

ერთი 17 წლის დაკარგული ბიჭით დავიწყეთ და უამრავი დაკარგული ოჯახის წევრის იმედად ვიქეცით.🥺

როცა გურიკას ვიპოვით, როცა ყველა დაკარგული ადამიანის გამოძიება განახლდება და თაროებიდან ჩამოიღებენ ამ საქმეებს, ჩავთვლი, რომ არა მხოლოდ ჩემი პროფესია და ეს გადაცემა, არამედ ჩემი არსებობაც ღირდა ამად.

მტრებიც გავიჩინეთ „ვიღაცეების“ სახით, მაგრამ როცა მართალი ვარ, ჩემთვის არ არსებობს დაბრკოლება და შიში!

დღეს კიდევ ერთი დაკარგული ბიჭის ამბავს გაგიზიარებთ. 21:00 საათზე დაიდება ჩემს არხზე. გთხოვთ, მასაც ერთად დავეხმაროთ, რომ საქმემ რეზონანსი შეიძინოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს🙏

იმ დედის ცრემლების ყურება ჩაწერის დროსაც მიჭირდა და მონტაჟის დროსაც გამიჭირდა!

ერთად ბევრ რამეს შევძლებთ!✊🏻

როცა ყველაფერი კარგად დამთავრდება, ალბათ ამ ამბებზე წიგნის დაწერაზეც ვიფიქრებ.

მადლობა ყველას ყველაფრისთვის!❤️“,- წერს თაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები