მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება.
აქციის ორგანიზატორის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ერთ-ერთ ვერსიად შენობების პიკეტირება განიხილება.
ასევე, დაანონსებულია, რომ დღეს, საღამოს 9 საათიდან, რუსთაველის გამირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება.