LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გახარიას გადაწყვეტილებით, ახლა უნდა ვიჯდე სახლში, მაგრამ დემონსტრაციულად ვარღვევ ამ წესს” – ვაშაძე აქციაზე PCR ტესტის პასუხით მივიდა

283
BeFunky-collage (9)

აქციის ორგანიზატორის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ერთ-ერთ ვერსიად შენობების პიკეტირება განიხილება. მოქალაქეების მოთხოვნებს ცოტა ხნის წინ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი შეუერთდა.

ვაშაძე აქციაზე “პისიარ” ტესტის პასუხით მივიდა.

“ხელში მიჭირავს ტესტის პასუხი, რომლითაც ჯანმრთელი ვარ. ახლა მითხარით, რატომ უნდა ვიჯდე სახლში? დავიწყოთ წინააღმდეგობა ამ უკანონო წესების. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც “პისიარ” ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12- დღიანი კარანტინი გამომიწერეს.

ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულოად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას და ასეთი უაზრო შეზღუდვები უამრავია! ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს.

არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში და ამბობდე: ესაა ყველაზე საუკეთესო ქმედება. დემონსტარციულად ვარღვევ იმ ერთ უწესო წესს, რომელიც დააწესეს, რომლის პრეცენდენტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში. ჩვენ უნდა დავიწყოთ, ხალხო, პროტესტი და მათ არ უნდა დავემორჩილოთ”. – განაცხადა ვაშაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები