LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართება

115
saqart-parlamenti

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება, სადაც ნდობის ჯგუფის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

არლამენტის ნდობის ჯგუფში უმრავლესობის წევრები – ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი არიან წარმოდგენილნი.

ამასთან, ნდობის ჯგუფში ორი ადგილი საპარლამენტო ოპოზიციასაც ეკუთვნის, თუმცა მოცემულ ეტაპზე ისინი ამ შესაძლებლობას არ იყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, ეს ნდობის ჯგუფის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.

„ნდობის ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების საიდუმლო საქმიანობაზე და სპეციალურ პროგრამებზე, ასევე ამ მიმართულებით ფინანსურ ასპექტებზე. ნდობის ჯგუფის საქმიანობა არის მნიშვნელოვანი შესაბამისი უწყებების ანგარიშვალდებულებისთვის და მათი საპარლამენტო კონტროლისთვის. ჩვენ პირველ შეხვედრაზე შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, სადაც აღნიშნული მიმართულებებით გავუწევთ კონკრეტულ აქტივობებს. ეს ეხება საზედამხედველო აქტივობებს, როგორებიც არის, მათ შორის, შესაბამისი უწყებების წლიური ანგარიშების მოსმენა, თემატური ანგარიშების მოსმენა სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საზედამხედველო ვიზიტების განხორციელება და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაბამისი უწყებებიდან.“-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g