მსოფლიოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, საქართველოს პრემიერი ფიქრობს, რომ ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.
„დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად მოლდოვაში 27%-იანი ინფლაციაა, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე. ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14.4% ეკონომიკური ზრდა, ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი. 2 თვის წინ, სისულელე რომ გაგვეკეთებინა და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები დაგვეწესებინა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს?”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.