LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ნიკოს დაბადების დღეა, ყველაზე კეთილი, თბილი და ტკბილი ადამიანის დღე… როგორი რთულია ეს დღე უშენოდ, როგორ გვენატრები, როგორ გვჭირდები“ – უშბაზე დაღუპული ნიკოლოზ ფალიანის და

142
ნიკოლოზ ფალიანი

დღეს უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, ნიკოლოზ ფალიანის დაბადების დღეა.

„ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს… თხილამური ყინულის ნატეხს წამოედო, 800 მეტრი იფრინა“ – რას ჰყვებიან უშბაზე დაღუპული ნიკოლოზ ფალიანის მეგობრები

ოჯახის წევრები და მეგობრები დღეს ნიკოლოზ ფალიანთან დაკავშირებულ ამბებს მორიგ ჯერზე იხსენებენ და სოციალურ ქსელში მას სტატუსებს უძღვნიან.

ნიკოლოზ ფალიანის შესახებ „ფეისბუკში“ სტატუსსა და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ნიკოლოზის და, ქეთი ფალიანიც.

„ყინული ჩამიტყდა და ჩავვარდი ნაპრალში, ავხედე ნიკოს და დავიწყეთ სიცილი… დაუჯერებელია, რომ მწვერვალებზე ვეღარ ვივლით ერთად, ძალიან რთულია დაძინება და მერე ისევ ამ რეალობაში გაღვიძება“ – ნიკოლოზ ფალიანის დის ემოციური სტატუსი

„დღეს ნიკოს დაბადების დღეა, ყველაზე კეთილი გონიერი, ჭკვიანი, მოსიყვარულე, თბილი და ტკბილი ადამიანის დღე… ყველას გვერდში მდგომი…

ჩემი ძალიან დიდი ძალა, მოტივაცია და გზამკვლევი… როგორი რთულია ეს დღე უშენოდ… და როგორი რთულია ყველა დღე უშენოდ… ჩვენი ოჯახის დიდი ძალა, ჩვენი ნიკო, როგორ გვენატრები… როგორ გვჭირდები…

თეთეს ძალიან დიდი სიყვარული“, – წერს ნიკო ფალიანის და სოციალურ ქსელში.

„როგორც კი გაგიღიმებდა, შენ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე… არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და შენი მთის კაცობა ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ, დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა“ – ირაკლი კუციას ემოციური მიმართვა ნიკოლოზ ფალიანს

„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება…“ – ნიკო ფალიანს დამ ემოციური პოსტი და ვიდეო მიუძღვნა

დღეს ნიკოს დაბადების დღეა💔 ყველაზე კეთილი გონიერი, ჭკვიანი, მოსიყვარულე, თბილი და ტკბილი ადამიანის დღე… ყველას გვერდში…

Posted by Keti Phaliani on ხუთშაბათი, 18 დეკემბერი, 2025

შეგახსენებთ, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g