LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი 33 წლის გახდებოდა

413
ნოდარ ქუმარიტაშვილი

დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქართველი სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში გარდაიცვალა.

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები