LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა

195
ნოდარ ქუმარიტაშვილი

2010 წელს ვანკუვერის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის და, ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობისთვის ტრაგიკული ფაქტით დაიწყო.

თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა.

ნოდარ ქუმარიტაშვილმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.

ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ დაბა ბაკურიანშია დაკრძალული. იქვე გახსნილია მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი. ქუჩა კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები