LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოგიყვეთ შვილზე… ნოდარ ქუმარიტაშვილის შესახებ წიგნი გამოიცა

542

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.

მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, კარგად ილუსტრირებული წიგნის ავტორი თავად ნოდარის დედა, ქალბატონი დოდო ხარაზიშვილია.

წიგნში შესულია ნოდარის ოჯახის წევრების, მეგობრების, ოლიმპიელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების მოგონებები. წიგნს წამძღვარებული აქვს საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის იოზეფ ფენდტის წერილი, რომელიც წიგნის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში.

ღონისძიებაზე (თანაწამყვანი ნოდარის და – მარიამი იყო) გაიხსენეს ნოდარის ხანმოკლე ცხოვრების ეპიზოდები, მისი სპორტული წარმატებები, ისაუბრეს ვანკუვერში დატრიალებულ დიდ ტრაგედიაზე.

ეროვნული არქივის პავილიონში გამოფენილი იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის ფოტოები, პირადი ნივთები, სხვადასხვა პრიზები და ჯილდოები, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

წიგნი გახლავთ ორენოვანი – ინგლისურ-ქართული. გამომცემელია ნოდარის და, მარიამ ქუმარიტაშვილი.

წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ ქსელში და მალე საზღვარგარეთაც გახდება ხელმისაწდომი.

 

ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს ბაკურიანში. საციგაო სპორტით დაინტერესდა ბავშვობიდან. ვარჯიში დაიწყო 13 წლის ასაკში, 2001 წელს. იყო ბევრი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე, მოიპოვა მრავალი წარმატება.

ახალგაზრდა სპორტსმენი დაიღუპა 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში, საკვალიფიკაციო დაშვებისას, რამდენიმე საათით ადრე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე.

ნოდარ ქუმარიტაშვილი სიკვდილის შემდეგ „ოლიმპიური ორდენით“ დააჯილდოვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები