LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

104
ქუმარიტაშვილი

დღეს, ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშილის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. ქუმარიტაშვილი 2010 წელს, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.

გოგა ჩანადირი: “მთელი მსოფლიო სწორედ საბას გულშემატკივრობდა და მის დაშვებას ადევნებდა თვალს, მადლობა, რომ ნოდარის სპორტული გზა გააგრძელა”

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა.

ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები