LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის პიკეტირება არ იქნება – რისთვის ემზადებიან აქციის მონაწილეები

249
პარლამენტი 2 (1)

პარლამენტის პიკეტირება დღეს ერთი მიზეზის გამო არ იქნება – საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა ხვალ არის დაგეგმილი. როგორც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, 28 ნოემბერს დილიდან შენობის პიკეტირება დაიწყება და ე. წ. სირცხვილის კორიდორები გაკეთდება.

მისი თქმით, ისინი აუცილებლად მიაღწევენ, რომ ივანიშვილის აქტივები დააყადაღონ.

“დაიწყო სისტემის შეჯანჯღარება. აი, ხედავთ, პოლიციური რესურსიც ამოწურეს, რომ ხვალ აღარ ეყოფათ ჩვენი პიკეტირების შემთხვევაშიც. მმართელ პარტიას ტოვებენ დეპუტატები, ვისაც საერთოდ მომავალი უნდათ საჯარო ან კერძო სივრცეში. რაც მთავარია,

იცით რა ხდება ჩემს პატარა საკანში? - გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

მოძრაობა #სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დარბევისას პოლიციამ დააკავა. მოსამართლემ მას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

არის კიდევ საერთაშორისო წნეხი მმართველ პარტიაზე და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივები დაყადაღდეს. არასოდეს ასე ერთიანი არ ყოფილა საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო წარმომადგენლობები ხელისუფლების შეფასებისას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეები ხვალ 11:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g