უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ შერჩევის პროცესი პარლამენტში დღეიდან განახლდება.
სამუშაო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის საკითხები უნდა განიხილოს.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭომ გასაუბრების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად ოთხი კანდიდატი შეარჩია. თეა ძიმისტარაშვილს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძესა და გენადი მაკარიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.