LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი: “ოცნებამ” ხელის გადაგრეხვით დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები, რასაც თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება

47
untitled-design-5

კარგია, რომ ცხრავე მოსამართლე არ განწესდა, მაგრამ ექვსი მოსამართლე, რომელიც საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდა, ორ მთავარ კრიტერიუმს ვერ უძლებს – ეს არის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყნის პარტნიორებმა “ქართულ ოცნებას” ძალიან ნათლად უნდა უთხრან, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იყო.

ამასთან, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, თუკი შედეგად საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას დაკარგავს, ამით მოქალაქეები დაზარალდებიან, “თორემ ვინც უზენაეს სასამართლოში განამწესეს, კარგად იქნებიან”.

ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფინანსების გამოყოფაზე – ევროკომისიის პრესსპიკერი მოსამართლეების დანიშვნაზე

“როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო, პირველი დღიდან ვამბობდი, რომ ეს შარლ მიშელის შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში იყო. მე, როგორც ერთმა დეპუტატმა თავი ვალდებულად ჩავთვალე, მოსმენებზე ვყოფილოყავი, დამესვა ყველა კრიტიკული კითხვა, შემეხსენებინა მათი ბიოგრაფია და საზოგადოებისთვის დამენახებინა, “ქართული ოცნება” უზენაეს სასამართლოში ვის განწესებას აპირებდა. კარგია, რომ ცხრავე მოსამართლე არ განწესდა, მაგრამ ექვსი მოსამართლე, რომელიც საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში აღმოჩნდა, ორ მთავარ კრიტერიუმს ვერ უძლებს – ეს არის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. “ქართულმა ოცნებამ” ძალით, ხელის გადაგრეხვით დანიშნა ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში, რასაც თავისი პოლიტიკური შედეგი ექნება”, – განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები