LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, თავი საერთაშორისო მასშტაბით მოჭრილი არ გვექნებოდა – ნათია მეზვრიშვილი

103
BeFunky-collage

დღეს პრემიერი გახარია რომ ყოფილიყო, მტკიცებით ფორმაში შემიძლია გითხრათ, ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით თავი ასეთ დონეზე მოჭრილი არ გვექნებოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე მმართველი გუნდის კრიტიკას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი გახარიაზე: როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი, მისი განცხადება არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება

სუბარი გახარიას განცხადებაზე: ეს არის ადამიანის დაცემა, რომელიც მოვალეა შეასრულოს ის დაკვეთები, რასაც მას უბრძანებენ

კორუფცია და ოლიგარქცია – ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და სპობს დემოკრატიას: გიორგი გახარია

„ოცნება“ ძალიან ააფორიაქა ამ „ტვიტმა“. არაერთხელ მინახავს შეშინებული „ოცნება“, მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, სხვადასხვა დროს, მათ შორის, მინახავს 20 ივნისს შეშინებული „ოცნება“ და მათი დღევანდელი ლიდერი, პარტიის ხელმძღვანელი. მინახავს კოვიდის დროს შეშინებული და დაბნეული „ოცნება“, მაგრამ „ტვიტს“ ასე შეეშინებინოს ხელისუფლება, რომელსაც ამხელა ძალაუფლება აქვს, ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მას ექვემდებარება, ექსპერტებით დაწყებული, მედიასაშუალებებით დამთავრებული, ეს პირველად ვნახე.

როგორც ჩანს, სიმართლე მწარეა, ამაზე ეს ხალხი აფორიაქდა. ძალიან მარტივი რაღაც თქვა გახარიამ, ფაქტია, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობაა, ფაქტია, რომ ქვეყანაში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა, ამ ორ მოვლენას შორის მჭიდრო კავშირია და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს ეკისრება. „ტვიტში“ ნათქვამი იყო მარტივად, რომ სისტემური კორუფცია და ოლიგარქია ქვეყანას მომავალს უსპობს, ეს არის დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი, ქვეყანას მომავალს ართმევს და თუ გვინდა, რომ თავისუფალი და ნორმალური მომავალი გვქონდეს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში თავისი თავი ამოიკითხეს, ძალიან მარტივად, ისე, რომ სახელიც კი არ იყო მოხსენიებული. როგორც ჩანს, სიმართლე მწარე აღმოჩნდა და ამაზე „ოცნება“ აფორიაქდა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g