LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის მობილური ამბულატორიების საშუალებით აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით უფასო ტესტირება გაიმართება

172
259581980-208243874795489-6497621183482098752-n

22-29 ნოემბერს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება.

კვირეულის ფარგლებში დღეს, 22 ნოემბერს, 11:00-დან 15:00-სთ-მდე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის მობილური ამბულატორიების საშუალებით აივ ინფექცია/შიდსზე და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით უფასო ტესტირება გაიმართება.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში სათემო ორგანიზაცია “ახალი ვექტორის” წარმომადგენელმა ლაშა აბესაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ტესტირება უფასოა, მისი შედეგი კი 15 წუთში ხდება ცნობილია.

„ევროპული კვირეული დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო, ჩვენი ორგანიზაციის მობილური ამბულატორია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს სკრინინგს, ტესტირებას, შიდსზე, ცე ჰეპატიტზე და ასევე ბე ჰეპატიტზე.

ევროპული ტესტირების კვირეული 2013 წლიდან დაიწყო და ჩვენ იმთავითვე ვუერთდებით, არა მხოლოდ ჩვენ არამედ ზიანის შემცირების ქსელის ყველა ორგანიზაცია ჩართული არის აღნიშნულ ტესტირებებში.

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო ჩაერთონ ტესტირებისკენ, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორც შიდსთან ასევე ჰეპატიტებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მარტივი მანიპულაციაა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა მოსახლეობის ნაწილი ფიქრობდეს, რომ აღნიშნული დაავადება მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათ არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ჩანს, რომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს ინფიცირებული და ადრეული დიაგნოსტიკა, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში აივ/შიდსის და ცე ჰეპატიტის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ტესტირება ხდება ძალიან მარტივად, სწრაფი ტესტით, უმტკივნეულოდ, დაახლოებთ 15 წუთში იქნება პირველადი პასუხი.

ტესტირებისთვის არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, ასევე გეტყვით, რომ ტესტირება არის უფასო და ტესტირების გარდა, დაინფიცირების შემთხვევაში როგორც შიდსის, ასევე ცე ჰეპატიტის შემთხვევაში, ყველა მანიპულაცია შემდეგ არის უფასო, მკურნალობის ჩათვლით.

ძალიან მარტივად შესაძლებელია ჩვენი მობილური ამბულატორიის ცნობა, დღეს ვიქნებით რუსთაველის მეტროსთან, დაახლოებით 17 საათამდე.

ხვალ ვიქნებით ნინოწმინდაში და ზეგ ახალციხეში.

ხუთშაბათს ვიქნებით რუსთავში და ასევე პარასკევს ვიქნებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,“-აღნიშნა ლაშა აბესაძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები