LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

38
Untitled design

დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ილჰამ ალიევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი ერთობლივ განცხადებას 14:00 საათზე “შატო მუხრანში” გააკეთებენ.

ალიევის საქართველოში ვიზიტზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და აცხადებს, რომ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქვეყნებს ორმხრივ ურთიერთობებში აქვს:

„დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში გვაქვს. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის საკითხების ძალიან ფართო სპექტრი და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

magti 5g