LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ პროკურატურის გამოძიება იქნება ობიექტური: ლია მუხაშავრია ფარულ აუდიო ჩანაწერებზე

76
muxashavria

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ პროკურატურას აქვს სრული უფლება ფაქტის შეფასება მოახდინოს იმ მიმდევრობით და თვალსაზრისით, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, თუმცა მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი არის გარკვეულ იქნას ის ფაქტები, რომელზეც სატელეფონო საუბარში მხარეები საუბრობენ.

“უფრო მნიშვნელოვანი გავარკვიოთ, რამდენად მოხდა რეალურად და რა სავარაუდო დანაშაულია ეს. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი რომელიც პროკურატურამ ხელისუფლებამ და მასში მონაწილე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

პრობლემა იმაშია, რომ დღეს საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ პროკურატურის გამოძიება იქნება ობიექტური. მიუკერძოებელი და სამართლიანი. გარდა იმისა, თუ რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი, თუმცა ამაზე ვფიქრობ საზოგადოებამ და მათ შორის პროკურატურამაც გუშინ მიიღო განმარტება. საუბრის ერთ-ერთი მონაწილე ბერა ივანიშვილს არ უარყვია, რომ ეს არ არის კომპილაცია, ან დამონტაჟებული მასალა. ამიტომ ავთენტურობის საკითხი, როგორც ვხედავთ, როგორც მისი მონაწილეც ადასტურებს ეჭვს არ იწვევს”,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g