საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. პირველი მატჩი თბილისშია და ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, შვეიცარიას ვეთამაშებით.
საქართველო შეკრებას დღეიდან, 18 მარტიდან იწყებს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ნაკრებს უნგრული „ფერენცვაროშის“ წევრი, ლაშა დვალი გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს გამოცდილი და ახლახან ბათუმის „დინამოში“ გადასული გიორგი ნავალოვსკი შეუერთდება.
უახლოესი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.
საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), თორნიკე ოქრიაშვილი
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი). ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
საქართველოსა და შვეიცარიის მატჩი „დინამო არენაზე“ 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ონლაინ და სტადიონის სალაროებშია შესაძლებელი (11:00-19:00 სთ).
მეორე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად ირლანდიასთან ითამაშებს. ეს შეხვედრა 26 მარტს, დუბლინში, თბილისის დროით 23:45 სთ-ზე შედგება.
ორივე მატჩის რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.