დათო და თათია კენჭიაშვილები გარდაცვლილ დედას სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან.
როგორც და-ძმა აღნიშნავს, დღეს დედის, ქალბატონი ლალის იუბილეა.
„დღეს შენი დღეა დე
ყველა წუთს და წამს ვგრძნობ, რომ ჩემთან ხარ, მაგრამ მაინც ყველა წუთს და წამს მენატრები…“ – წერს დათო კენჭიაშვილი.
„სულ ჩემში ხარ არ დამთავრდები, მადლობა,“ – აღნიშნავს თათია კენჭიაშვილი.
ცნობისთვის, დათო და თათია კენჭიაშვილების დედა რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.
