14:00 საათზე, კიკვიძის პარკში 300-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე ჯანსაღი ცხოვრების წესის დღეს მოაწყობს. გაიმართება ფიტნეს-აქტივობები და სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, სახალისო თამაშები, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს.
ღონისძიებაზე თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია მოეწყობა . არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს მიაწოდებენ ინფორმაციას თამბაქოსა და ნარკოტიკების მავნებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ.
აღნიშნული ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის, “ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში,” ფარგლებში ტარდება.