LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს თურქები პრეზიდენტს ირჩევენ: რომელ 3 კანდიდატს შორის მოუწევს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება

192
fot (1)

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

მოქალაქეები პრეზიდენტსა და 600-ადგილიან პარლამენტს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ.

თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

ერდოღანის მთავარი კონკურენტი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის კოალიციური კანდიდატია.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ დღევანდელმა არჩევნებმა შესაძლოა, ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

თურქეთში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად კი, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.

ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილეობის უფლება სულ 64.1 მილიონ მოქალაქეს ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g