LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ველოდებით ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას, მათგან ერთი ორსულია : რატიანი

102
BeFunky-collage (3)

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან. როგორც ექიმმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი ორსულია, რომელსაც გუშინ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი ჰქონდა.

სულ კლინიკაში ორი ორსული ქალია და მათი მდგომარეობა სტაბილურია. რატიანის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პაციენტები დღეს ან ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, კლინიკაში მყოფი 57 პაციენტიდან, რვა რეანიმაციაში. სამი ადამიანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, მათგან ერთის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

უფრო ვრცლად იხილეთ:

81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა: აღენიშნება ფილტვის, გულის, თირკმლისს და ღვიძლის მწვავე დაზიანების სინდრომი

 

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია – 3. კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

ჰქონდათ თუ არა შეხება ​ინფიცირებულთან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგებთ: კორონავირუსის შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g