LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა: აღენიშნება ფილტვის, გულის, თირკმლისს და ღვიძლის მწვავე დაზიანების სინდრომი

164
BeFunky-collage (2)

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებულ  57 პაციენტი იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში არის რვა პაციენტი, სამი კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი ხუთი – სპონტანურ სუნთქვაზე. ყველაზე კრიტიკულია ერთი პაციენტის მდგომარეობა. საუბარია 81 წლის ადამიანზე, რომელზეც ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ასევე, თირკმლის, ღვიძლის დაზიანება, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა. ტარდება რეამინაციული ღონისძიებები. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

 

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორსულებს, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათი და ნაყოფების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ მათგანთან გუშინ გავიდა 14 დღე და ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს ანალიზი განმეორებით გაიგზავნება და, თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ის გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა რატიანმა.

ამასთან, ექიმის განცხადებით, კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.

„კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 236 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 56 პაციენტი, გარდაცვლილია – 3. კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

ჰქონდათ თუ არა შეხება ​ინფიცირებულთან მოკლეტექსტური შეტყობინებით გაიგებთ: კორონავირუსის შესაჩერებლად „Apple“ და „Google“ ერთიანდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g